გაკვეთილის გეგმის შაბლონი
მასწავლებლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი: ნათია
შავლაძე, 55001025129
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: მე-8
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
გაკვეთილის თემა: სივრცული ფიგურები. მოცულობის თვისება.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე
შეძლებს ზოგიერთი სახეობის პრიზმისა
და პირამიდის ზედაპირის ფართობის დამოუკიდებლად გამოთვლას
და გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების
ამოხსნის დროს.
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: მათ.
VIII.8 მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
მოცემული
ხედების მიხედვით ასახელებს ფიგურის შესაძლო სახეობას.
VIII.9
მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების მოძებნა.
პოულობს
ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურებამდე შევსების ხერხით.
წინარე ცოდნა: მოსწავლეები იცნობენ ზოგიერთი ტიპის სივრცულ
ფიგურას: მართკუთხა პარალელეპიპედს, მის შლილს, პირამიდას, მის შლილს. ბირთვს, წესიერ მრავალწახნაგებს, წახნაგის, წიბოს, წვეროს ცნებებს, იციან მართკუთხედის,
სამკუთხედის ფართობის გამოთვლა, მართკუთხა
პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობის გამოთვლა.
1
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება.
მოსწავლეებისათვის გაკვეთილის მიზნის და შეფასების
რუბრიკის გაცნობა. ( შეფასების რუბრიკას
დავურიგებ მოსწავლეებს.)
|
…………………………..
|
…………………………….
|
………………..
|
3
წთ
|
|
2
3.
|
აქტივობა N2. A
ფაზა
- გამოწვევა.
პრაქტიკული
მაგალითის მოყვანა.
ვთქვათ,
გვჭირდება მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ავზის შეღებვა
. რამდენი კგ. საღებავი უნდა შევიძინოთ,
თუ ვიცით, რომ ერთი კგ საღებავი ღებავს 5
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას: რა სიდიდეს გამოთვლიდით, რომ ზუსტად შევიძინოთ საჭირო საღებავის რაოდენობა?
გვჭირდება
სახლის დასახურვად საჭირო მასალის შეძენა. ამისთვის მოგვიწევს გარკვეული გამოთვლების შესრულება,
რომ ვიყიდოთ მასალა საჭირო რაოდენობით.
(ილუსტრაციებს ვაჩვენებთ პროექტორის მეშვეობით).
წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვების მეშვეობით. რომელ
სივრცულ ფიგურებს იცნობთ?
პასუხი: მართკუთხა
პარალელეპიპედი, პირამიდა, ცილინდრი, ბირთვი...
მოსწავლეებს ვაჩვენებ სივრცულ ფიგურათა მოდელებს და
ვთხოვ დამისახელონ ფიგურა.
რამდენი წახნაგი აქვს მართკუთხა პარალელეპიპედს?
პასუხი:
6
რა ფიგურებია მართკუთხა პარალელეპიპედის წახნაგები?
მართკუთხედები.
რამდენი წიბო აქვს მართკუთხა პარალელეპიპედს?
პასუხი:12
რამდენი წიბო გამოდის მართკუთხა პარალელეპიპედის თითეული
წვეროდან?
პასუხი: 3
რა ფიგურებია
პირამიდას წახნაგები:
პასუხი: სამკუთხედები.
როგორ გამოითვლება სამკუთხედის ფართობი? პასუხი:
სამკუთხედის ფართობი მისი გვერდისა და ამ გვერდისადმი
გავლებული სიმაღლის ნამრავლის ნახევრის ტოლია.
როგორ გამოითვლება
მართკუთხა სამკუთხედის ფართობი.
პასუხი: მართკუთხა სამკუთხედის ფართობი კათეტების
ნამრავლის ნახევრის ტოლია.
|
ინტერაქტიული
|
მთელი კლასი,
ინდივიდუალური.
|
კომპიუტერი,
პროექტორი, დაფა, ცარცი
|
5
წთ
|
4.
5.
|
ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლების ჩვენება.
მოსწავლეებს
ვთხოვ ამოიცნონ მათზე სივრცული ფიგურები.
B ფაზა .
პროექტორის მეშვეობით ვაჩვენებ მართი სამკუთხა პრიზმის,
მართი ოთხკუთხა, მართი ექვსკუთხა პრიზმების გამოსახულებებს. მოსწავლეებს ავუხსნი
პრიზმის ზედაპირის ფართობის ცნებას.
პროექტორის
მეშვეობით ვაჩვენებ
ა) მართკუთხა
პარალელეპიპედს და მის შლილს. მოსწავლეები მითითებული ზომების მიხედვით იპოვნიან ამ პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობს.
ბ)სამკუთხა
პირამიდას და მის შლილს. მოსწავლეები მითითებული ზომების მიხედვით იპოვნიან პირამიდის
სრული ზედაპირის ფართობს.
|
ინტერაქტიული
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი,
პროექტორი
|
3
წთ
3
წთ
5
წთ
|
5.
6.
|
დამოუკიდებელი
მუშაობა
წყვილებში.
მოსწავლეები წყვილდებიან. წყვილებს ვურიგებ ფურლებს, რომელზეც გამოსახულია მართი
სამკუთხა პრიზმა და მისი შლილი. დავავალებ რომ მითითებული ზომების მიხედვით
გამოთვალონ
მოცემული სივრცული ფიგურის ზედაპირის
ფართობი.
სახელმძღვანელოს N12, N 13 ამოცანების ამოხსნა.
|
პრეზენტაცია
|
წყვილებში
|
ფლიფჩარტის
ფურცლები, ფლომასტერი
|
7
წთ
7
წთ
|
7.
|
C
ფაზა - გაკვეთილის შეჯამება.
Ø
მოსწავლეები დამოუკიდებლად/მასწავლებლის დახმარებით აჯამებენ
გაკვეთილს.
ავსებენ „გასასვლელ ბარათებს“.
Ø საშინაო
დავალების მიცემა.
წერითი დავალება: სახელმძღვანელო გვ.132. N8, N9, N10.
Ø მოსწავლეთა შეფასება: 2 – 3 მოსწავლისათვის განმსაზღვრელი, ხოლო
დანარჩენი მოსწავლეებისთვის - განმავითარებელი შეფასების მიცემა.
|
ინტერაქტიული
ინდივიდუალური
|
მთელი
კლასი
|
ბარათები
|
3
წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს
შეუძლია ზოგიერთი სახეობის პრიზმისა
და პირამიდის ზედაპირის ფართობის დამოუკიდებლად გამოთვლა
და გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის
დროს.